თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქცია სლოგანით „სამართალი მაინც მოვა - თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლები დაასრულეს, მათ სასამართლოს ეზოში, პატარა ზომის ურმის შეტანა სცადეს, თუმცა, მანდატურებმა ამის საშუალება არ მისცეს.
შეკრებილებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შესვლა მაინც შეძლეს, თუმცა, სიმბოლური ურემი უკვე დამტვრეული იყო.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "სამართალი მაინც მოვა! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“.
"ერთმეტრიანი ურმით, რომლითაც გვინდოდა, გვეთქვა, რომ სამართალი მაინც მოვა, გამოვხატეთ დედების, ქალების, ციხეში მყოფი მოქალაქეების გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ხელისუფლებები, მეგობრებო, იცვლება და სრცხვენოდეთ მოსამართლეებს, ამ ე.წ. სამართალდამცავებს, რომლებიც ვის იცავენ, რას იცავენ, გოგონებს, ქალებს გაუსწორდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. ძალიან სირცხვილია, - ამბობს დეა მეტრეველი.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს.
ფოტო: პუბლიკა