თბილისში დადიანის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შენობიდან ორი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მოხდა შენობის ევაკუაცია.
ადგილზე პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.