სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ 13 მონაზონი დააჯილოდვა.
დაჯილდოვების ცერემონიალი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა.
ამასთან, საქართველოს კათოლიკოსმა დაჯილდოვებული მონაზვნები და სრულიად საქართველო დალოცა.
"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნინოს ლოცვით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და საქართველო, განსაკუთრებით დაჯილდოვებული ვინც არის, იმას ვულოცავ. ალბათ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ერთდროულად ამდენი დაჯილდოებულიყო. ღმერმთმა მოგცეთ ძალა, მშვიდობა, სიხარული თქვენ და საქართველოს მშვიდობა და მთლიანობა", - ბრძანა პატრიარქმა.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ბოდბეში მშენებარე ტაძარი მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავენ.
საქართველოს პატრიარქმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირები საზეიმო წირვა-ლოცვა ბოდბის წმინდა ნინოს სახელების ტაძარში აღავლიანა.
მასალის გამოყენების პირობები