ამასთან, ჰაკერმა ცუკენბერგის გვერდზე ჩანაწერიც დატოვა - "რატომ არ შეიძლება Facebook სოციალურ საქმედ იქცეს, როგორც ამას ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნისი წერდა".
აღნიშნულ შეტყობინებას 500 ადამიანი გამოეხმაურა, 2000-მა კი მოწონების ნიშანი დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში შეტყობინება წაიშალა, ცუკენბერგის გვერდი კი მიუწვდომელი გახდა.
ამ დროისთვის ხარვეზი გასწორებულია. Facebook დამფუძნებლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დრომდე არაა დადგენილი, როგორ მოახერხა ჰაკერმა გვერდზე შესვლა, რადგან ჯერ კიდევ ცუკენბერგი ამტკიცებდა, რომ ქსელში პირადი გვერდის გატეხვა შეუძლებელი იყო.