საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამის მინი EAVE -ს განხორციელება იწყება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარი დაიხარჯება.
კინოპროექტებისა და სცენარების განვითარების ტრენინგ-პროგრამის მიზანი, საქართველოში კინოპროექტებისა და სცენარების ხარისხის გაზრდაა.
პროგრამა გულისხმობს საქართველოში ორი ადგილობრივი სემინარის
მოწყობას: პირველი სემინარი გაიმართება 25-27 მარტს, ხოლო მეორე სემინარი - 15-17 ივლისს.
ტრენინგის ბოლოს მინი EAVE-ის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტს საშუალება მიეცემა ტალინის Black Market -ის ფარგლებში ორგანიზებულ Baltic Event -ში მიიღოს მონაწილეობა.