საქართველოს ეროვბული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს არ გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური რესურსები იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესია განახორციელოს.
ტყეშელაშვილის განცხადებით, რუსეთი თავისი პროვოკაციული განცხადებებით ცდილობს, ნიადაგი მოსინჯოს იმისათვის, თუ რამდენად შესაძლებელია მოახდინოს ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს არსებული ვითარების შესახებ.
"ვერ ვიტყვი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს აქვს იმის პოლიტიკური კაპიტალი, რომ რაიმე სახის აგრესია საქართვეკლოს წინააღმდეგ განახორციელოს, თუმცა ეს არის ის საკითხი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რადგან რუსეთი ასეთ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს ხოლმე. ეს არის ნიადაგის მოსინჯვა. ეს განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება. რუსეთი უნდა მიხვდეს, როიმ ასეთი განცხადებები უყურადღებოდ არ დარჩება და ჩვენი პარტნიორებისგან შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება იქნება. დღეის ვითარებით ისეთია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რომ ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში პროვოკაცია განახორციელოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყიოთ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა რუსეთის პროვოკაციულო ქმედებებთან დაკავშირებით", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა.