საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა - "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის სასამართლო 17:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.
თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.
ნიკა გვარამიას საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.