„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.
როგორც ქციტიშვილი აცხადებს, მისი სახლიდან პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი წაიღეს.
„ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი. ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია ამ რეჟიმის, შესაბამისად უფლებადამცველი ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებში.