სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ინციდენტს სამართალდამცველები უკვე იძიებენ.
"საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - განმარტა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. მკვლელობა სასტუმროს ნომერში მოხდა.