საქართველოში H1N1 ვირუსის 85 შემთხვევა ლაბორატიორიულად დადასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის H1N1-ის ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სხვა ვირუსული დაავადებით 4 პაციენტია გარდაცვლილი.
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით დაინფიცირებული 21 წლის პაციანტის მდგომარეობა მძიმეა, ასევე H1N1 ინფიცირებულ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებთ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიაკითხონ და თვითმკურნალობა არ ჩიატარონ.