დღეს, 27 იანვარს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "ბილაინის" მოწვევით, მედიის წარმომადგენლები ახალი საბაზო სადგურის ამუშავებას დაესწრებიან. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კი ჟურნალისტები კლდეში ნაკვეთ ქალაქს, იფლისციხეს მოინახულებენ. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი და კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი დაესწრებიან.
მობილური ოპერატორი "ბილაინი" საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. "ბილაინის" ქსელით სარგებლობა უფლისციხეში გახდა შესაძლებელი.
ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, "ბილაინი" ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს იქ, სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, "ბილაინი" აქტიურად აფართოებს დაფარვის არეს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში იგეგმება საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზე, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.