დღეს, 27 იანვარს, 13:00 საათზე, "პსპ დაზღვევის" ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართება.
"სადაზღვევო კომპანიამ "პსპ დაზღვევა" 2010 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო ფუნქციონირება და მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, დღეს "პსპ დაზღვევის" მიერ დაზღვეულ კომპანიებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, "თეგეტა მოტორს ჯგუფის", ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, "პსპ ჯგუფის", ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პის" თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები და სხვა", _ აცახდებენ კომპანიის წარმომადგენლები.
"პსპ - ჩემი ოჯახის დაზღვევა" უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. მომსახურების მაღალი ხარისხი "პსპ დაზღვევის" სავიზიტო ბარათი გახდება. პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან თბილისის მერი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, სადაზღვევო კომპანიების ხელმძრვანელები და სხვა საპატიო სტუმრები.