რუსთაველის გამზირის ნაცვლად, 26 მაისს საგამოფენო სივრცე ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
გეგმის მიხედვით, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.
თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა.
17:50 წუთზე - იმ დროს როცა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.