მამუკა მდინარაძე ივანიშვილს ჰყავს როგორც სათამაშო, ერთ დღეს ერთს ათქმევინებს და მეორე დღეს აცვლევინებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე რეალურია.
“რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა რომ მან გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს. ფაქტია, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ “მეგობარი” აქტს უკავშირდებოდა და ამის გადაფარვას ემსახურებოდა თავის დროზე ეს განცხადება. ახლა ვხედავთ, რომ ერთი ადგილი არ ეყო მამუკა მდინარაძეს და გამოაგორეს და აბსოლუტურად სხვა რამ მოაყოლეს, რაც გასაგებია რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის ხელში - კაცი, რომელიც ფაქტობრივად სათამაშოა. მას შეაცვლევინეს ხელმეორედ გადაწყვეტილება და ეს მას არაერთხელ გაუკეთებია. თუმცა უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ეს საფრთხე, რომელიც არსებობს და რეალურია, გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას. ამ მიმართულებითაც, ფაქტობრივად, ახლა მუშაობს რუსული რეჟიმი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა