ხვალ, 27 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევისთვის განკუთვნილი აპარატურის ტესტირებას დაესწრებიან.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეძენილი უნიკალური აპარატურის გამოცდა კუს ტბის ტერიტორიაზე განხორციელდება.