თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი.
აგიხსნით რატომ - უბრალოდ, ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის იმიტომ, რომ ფაქტია, თქვენ თუ “ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის” შესახებ არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს, უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას ან აკრძალვას, მე არ ვიცი თქვენ რას აპირებთ, ამიტომ მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი.
მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული აქ, რომ მოვიდე აქ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ". - თქვა გიორგი გახარიამ.