„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო”, - წერს გვარამია.
„ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.