გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის_ჰელმუტ კოლის ვაჟმა ვალტერ კოლმა დაწერა წიგნი, რომელიც მამასთან ურთიერთობას მიუძღვნა.
47 წლის ვალტერ კოლის განმარტებით, პირველ ადგილზე მამამისი ყოველთვის პოლიტიკას აყენებდა და საკუთარი ოჯახით არ ინტერესდებოდა.
"მამაჩემისთვის ნამდვილი სახლი პოლიტიკა იყო",_აცხადებს ექს-კანცლერის ვაჟი.
ვალტერ კოლს ყოველთვის სურდა, მამასთან ისეთივე დამოკიდებულება ჰქონოდა, როგორც მის თანატოლებს. ამის მიუხედავად, ჰელმუტი ხშირად ტუქსავდა ვაჟს, რომ ის არ აფასებდა საკუთარ მდგომარეობასა და პრივილეგიებს. მოზრდილ ასაკში უკვე ვალტერ კოლი არაერთგზის შეეცადა მამასთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა, მისი თქმით, ყველა მცდელობა ჩხუბით მთავრდებოდა.
ვალტერ კოლის წიგნის თვალსაწიერში მხოლოდ ჰელმუტ კოლი არ მოხვედრილა.
ექს-კანცლერის ვაჟი 70-იან წლებში ფედერაციულ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. მისი თქმით, იმ დროს გერმანიაში მოქმედებდა ტერორისტული ორგანიზაცია "წითელი არმიის ფრაქცია", რომელმაც 34 მკვლელობა, თავდასხმა და სხვა დანაშაული განახორციელა.
ვალტერ კოლის წიგნი უკვე გაყიდვაშია.
თავად ჰელმუტ კოლს კი, რომელსაც ფედერალური კანცლერის პოსტი 1988-89 წლებში ეკავა, მემუარები ორჯერ ჰქონდა გამოქვეყნებული_2004 და 2005 წლებში.
მიიჩნევენ, რომ სწორედ ჰელმუტ კოლს მიუძღვის დიდი როლი, ცივი ომის დასრულების, გერმანიის გაერთიანებისა და ევროკავშირის შექმნის საქმეში.