გაზეთი "პრაიმ-ტაიმი" ექიმ ივა კუზანოვს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევაში ადანაშულებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ გაზეთ "პარაიმ-ტაიმის" მთავრმა რედაქტორმა თამარ ფხაკაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა.
""პრაიმ-ტაიმი" პასუხს აგებს ნებისმიერ სიტყვაზე, მძიმეზე და ფორმაზე, რომელიც ამ სტატიაში არის გამოყენებული. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. როდესაც 17 წლის ბავშვი უფეხოდ რჩება და გაზეთს აქვს სერთიფიკატი, რომლითაც კუზანოვს ლიცენზია შეუჩერდა, ნება მოგვეცით, ფორმა ჩვენ შევარჩიოთ, თუ როგორ გამოვხატავთ ამას გაზეთში. წინააღმდეგ შემთხვევში, ეს არის სარედაქციო საქმეში ჩარევა და ზეწოლა. თუ არ გვიჩივლებს, ჩვენ ვუჩივლებთ", - აღნიშნა ფხაკაძემ.
სარედაქციო საქმიანობაში ჩარევად შეაფასა, ასევე, ტელეკომპანია "იმედმა" კუზანოვის მოთხოვნა, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიამ საჯაროდ უარყოს.
როგორც ცნობილია, ივა უზანოვი ტელეკომპანია "იმედსა" და გაზეთ "პრაიმ-ტაიმისგან" გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხევაში არ გამორიციხავს, რომ საქმე სასამართლოში გაგრძლდება.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმ ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა.
ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამედიცო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თემურ პირველაშვილმა დაადასტურა.
საქმე ეხება გასულ წელს ჩატარებულ ოპერაციას. 17 წლის დავით თოთოშვილს კუზანოვის კლინიკაში ჩაუტარდა ფეხზე ნერვის აღდგენის ოპერაცია, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ პაციენტს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. ოპერაციას მოჰყვა გართულებები, რის შემდეგადაც 17 წლის მოზარდი გადააფრინეს ისრაელში, სადაც ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
როგორც პირველაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" განმარტავს, პროფესიული განვითარების საბჭომ აღნიშნული მოზარდის მკურნალობის საკითხები განიხილა, რომელშიც მონაწილეობდა ივა კუზანოვის კლინიკაც და სხვა კლინიკებიც. "პაციენტის მკურნალობის დროს აღმოჩენილი ხარვეზების გამო ბატონ ივასა და სხვა ექიმებს, გარკვეული ვადით, შეუჩერდათ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია,"-განაცხადა პირველაშვილმა.
მისივე თქმით, კუზანოვს ლიცენზია ერთი თვით შეუჩერდა. ერთი თვის შემდეგ კი, კუზანოვის განცხადების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს მისთვის ლიცენზიის აღდგენის საქმეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩატარებული კვლევისა და ძიების შედეგად პროფესიული განვითარების საბჭომ 10 დეკემბერს მიიღო.