მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში, განყოფილების ხელმძღვანელი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონისა და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც მეგობრულ და გულითად ატმოსფეროში წარიმართა, იერარქებმა რუსული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მათ დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.