ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს უცხოურ კომპანიებთან, რათა საქართველოში კომპიუტერების ასაწყობი საწარმო აშენდეს.
"კომპიუტერების აწყობაზე ინტენსიურად ვმუშაობთ ინვეტსორებთან, რათა ეს პროდუქცია აეწყოს საქართველოში, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და ხალხი დასაქმდეს,"- განაცხადა ქობალიამ.
მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს, მსოფლიოში სხვა ქვყენების სახით, კონკურენტებიც ჰყავს, რადგან სხვა ქვეყნები საქართველოს მსგავსად ცდილობენ კომპიუტერების აწყობს პროცესი თავიანთ ქვეყნებში გადაიტანონ და ახალი სამუშაო ადგილები შექმნან.
"დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელებით უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.