გორის რაიონის სოფლების, ქვემო და ზემო ქვითის მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვს.
აღნიშნულის მოთხოვნით გორელები დღეს თბილისში ჩამოვიდნენ და სახელმწიფო კანცელარიაში შესაბამისი განცახდება შეიტანეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქვითის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სოფლები ადმინისტრაციული საზღვრის განაპირა მდებარეობს და მათ გაკვეულ ნაწილზე ოკუპანტები არიან განთავსებულნი.
"იმ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რომლებსაც აქამდე ვამუშავებდით, ახლა ოკუპანტები დგანან და მუშაობის საშუალებას რა გვაძლევენ. საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, მოგვცენ შესაბამისი კომპენსაცია და მოგვიგვაროს სარწყავი წყლის პორბლემა, რათა საცხოვრებელი სახლების ახლომახლო ბოსტნის გაკეთება მაინც შევძლოთ", - აცხადებენ ქვემო და ზემო ქვითის მაცხოვრებლები.
ამასთან მათ ეჭვი აქვთ, რომ "ზოგიერთი ადამიანი" პრეზიდენტს მათი გაჭირვების შესახებ სათანადო ინფორმაციას არ აწვდის, რის გამოც საზღვრისპირა ამ სოფლებში მაცხოვრებლების იგნორირება ხდება.