საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ, ვენის კონვენცია დაარღვია.
შერაზ გასრიმ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გააზიარა და თქვა რომ ის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს "შეწყდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პატიმრები, ჩაერთეთ დიალოგში კრიზისიდან დემოკრატიული გამოსავლის მოსაძებნად".
კობახიძის განცხადებით, რომ ასეთი განცხადება "ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევაა".
"საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ქვეყანას, ხედავთ რა ხდება საფრანგეთში, არის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, დღეს აბსოლუტურად ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს, ამის მიუხედავად ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში" - ამბობს ირაკლი კობახიძე.