დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება გრძელდება. დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თბილისში, ბერიაშვილი ქუჩაზე მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა მიიღეს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მათ მინისტრმა კობა სუბელიანმა გადასცა.
ბერიაშვილია #6-ში, ყოფილი „თეატრონის" შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 99 ოჯახი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გადაეცათ. აღნიშნულ ობიექტზე ასევე გაკეთდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მოწესრიგდა წყალ-კანალიზაცია და დაგეგმილია ბუნებრივი აირის შეყვანა.
ვაჭრიძე ლალი, აფხაზეთიდან დევნილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარ ჭერქვეშ გვეცხოვრა და ამ დღეს დიდი იმედით ველოდით. მინისტრი ადრეც იყო ჩვენთან მოსული და პირობა მოგვცა, რომ ამ ბინებს საკუთრებაში გადმოგვცემდა. დღეს ეს პირობა შეგვისრულა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად დაგვირიგა. ხედავთ, როგორი გახარებულები ვართ, დღეიდან ეს ბინები ჩვენი იქბება, მადლობის მეტი რა გვეთქმის."
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით, წელიწადნახევარში ფართი ყველა დენილს ექნება: „აფხაზეთიდან დევნილი 99 ოჯახი დღეს უკვე თბილისელი გახდა. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ გადაეცათ საკუთრების მოწმობები ეს ბინები უკვე მათია. ისინი სრული მესაკუთრეები არიან და აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებოლბა ექნებათ, ეს ფართი გაყიდონ და ხელცარიელი არ მოუწიოთ დაბრუნება. პროესი გრძელდება და 10 ათას დევნილ ოჯახზე მეტი უკვე თბილისელია. მეორე ამდენს კი ფართები რეგიონებში დავუკანონეთ. მუშაობას ვაგრძელებთ, უახლოეს წელიწად ნახევარში ყველა ადამიანი ფართით დაკმაყოფილებული იქნება."
ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000-მდე დევნილ ოჯახს (70 000-მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 177 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი 343. რეგიონებში დევნილეთა განსახლების პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება