სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცესკო-ში მიღებული ცვლილებებით, დამკვირვებლები ე.წ. კარუსელს ვეღარ აღმოაჩენენ
„ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.
ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოაგენს“, - წერს ნინო დილიძე.