ყაზბეგში, თურქი მთამსვლელების მიერ მყინვარწვერის დალაშქვრის ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა.
ჯგუფის სამკაციანი შემადგენლობიდან ერთი ალპინისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ის გახდა, რომ მთამსვლელი შესაბამისი თოკით დაბმული არ ყოფილა, რის გამოც მყინვარწვერს მოწყდა. ამასთან, გავრცელებული ცნობით, თურქი ალპინისტები მყინვარწვერზე ქართველი გიდის გარეშე ადიოდნენ, რის გამოც მისი დაპყრობის ყველაზე რთული მარშრუტი ჰქონდათ არჩეული.
დაღუპული თურქი ალპინისტის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ის რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენეს. ტრაგედიის შესახებ ცნობილი ჯგუფის დანარჩეული შემადგენლობის მიერ გახდა, რომლებმაც დაბა სტეფანწმინდამდე ჩასვლა მოახერხეს და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
მასალის გამოყენების პირობები