თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, "მეგობარ აქტს" სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის.
"ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად სესიაზე გავიდეს და სენატის ერთიანმა შემადგენლობამ დაამტკიცოს "მეგობარი აქტი". მას არ ექნება წინააღმდეგობა ამას გეუბნებით პრაქტიკულად, სრული პასუხისმგებლობით. არჩევანი ამ თვითმარქვია ხელისუფლებაზეა. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ პროცესი მკვეთრად შემოაბრუნონ და თავიდან ააცილონ ქვეყანას ის ნეგატიური შედეგები, რომელიც ამის შედეგად დადგება", - განცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველს".