30 ნოემბერს, 19 საათზე კულტურის ცენტრ მუზაში გიორგი მთაწმიდელის დაბადებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი გალობის საღამო გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.
საგალობლებს შეასრულებენ გორის გიორგი მთაწმიდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი; ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი"; ფოლკლორული ანსამბლი "მართვე"; ურუშაძეების საბავშვო სტუდია; ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"
ქვაშვეთის მგალობელთა გუნდი "აღსავალი"; ფოლკლორული ანსამბლი "თამარიონი"
ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი"; მგალობელთა გუნდი "სათანაო"; იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მგალობელთა გუნდი "იალონი"; ფოლკლორული ანსამბლი "ზედაშე"; მამა დავითის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი; ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი და
ამაღლების ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი.