სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ“ თანათავმჯდომარე გახდა.
პლატფორმის მეშვეობით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა კეთილსინდისიერი ბიზნეს პრაქტიკისა და ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვის თაობაზე. პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და შეხვედრები დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს ბიზნეს ოპერაციების საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
სელფი მობაილი პლატფორმაზე წარმოდგენილია მისი ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელის, ია მამეიშვილის მიერ. ხსენებული თანამშრომლობა ერთი წლითაა განსაზღვრული.