საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“.
„დედამიწის საათი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.
კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველო წელს უკვე მეჩვიდმეტედ შეუერთდა.