ქობულეთში სახლის სახურავიდან შუა ხნის მამაკაცი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, კაცი მეზობლის სახლის სახურავზე, საკვამურში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.