მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების ცნობისმოყვარეობასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს ის 2013 წლიდან, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამაზე არ ფიქრობს.
განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას
"ვიღაცებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, აინტერესებთ, ვინ სად იქნება 2013 წელს. ჩემი მთავარი პრობლემაა, არა ის, სად ვიქნები მე, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა და ყველას მოვუწოდებ, ქვეყანა დააყენოს საკუთარ თავზე მაღლა. დღეს ჩემი ამოცანა და პასუხი ამაზე არის კონკრეტული: ჩვენ გამოვიარეთ ეკონომიკური ემბარგო, მრავალთვიანი და მრავალწლიანი პროვოკაციები, შინააშლილობის, სამხედრო და სახელმწიფო გადატრიალების მცდლეობები, ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, დედაქალაქის დაცემის საფრთხე და მცდელობა და ვცხოვრობთ ჩვენი ტერიტორიის საუკეთესო 20 %-ის ოკუპაციის პირობებში. ამიტომ მომეცით საშუალება (თითქმის სამი წელი მრჩება საპრეზიდენტო ვადაზე), რომ კონცენტრაცია მოვახდინო ამ შედეგების გადალახვაზე და საქართველო გაყვანაზე სწორ გზაზე", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში.