ბედნიერების მსოფლიო ინდექსის ანგარიშში (World Happiness Report) საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა.
ამ მონაცემებით, საქართველო ჩამორჩება რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი (66-ე ადგილი) და სომხეთი (87-ე ადგილი), თუმცა თუმცა წინ უსწრებს თურქეთსა (94-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (106-ე ადგილი).
World Happiness Report-ის რეიტინგს გაეროს დაკვეთით 2012 წლიდან ადგენენ. კვლევა აფასებს ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის, სოციალური მხარდაჭერის, კორუფციის დონის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
ბედნიერების მსოფლიო ინდექსს წელსაც ფინეთი ლიდერობს. რეიტინგის ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:
ფინეთი
დანია
ისლანდია
შვედეთი
ნიდერლანდები
კოსტა რიკა
ნორვეგია
ისრაელი
ლუქსემბურგი
მექსიკა
რეიტინგის ბოლო ადგილებზე გავიდნენ იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მალავი, ლიბანი, სიერა ლეონე.
ბოლო, 147-ე ადგილზე ავღანეთი გავიდა.