ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტია კი არ არის, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ – არა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას ვინც არ ემსახურება, თავის საქმიანობას ასე სამარცხვინოდ დაასრულებს.
„ხაბეს თავდასხმა არ გაიშვას. ეტყობა, მზეთუნახავმა ბელადმა, რომელიც მიტოვებულია, წერილი გამოუგზავნა – იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო. ამ ხალხმა საკუთარი ოფისი გაყიდა და ახლა თავდასხმით ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან? ამ თავდასხმებით ერთმანეთს დაემუქრონ, რითაც ახლა არიან დაკავებული. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, „კარენოი ნაცები“, ძალიან გააქტიურებული არიან. რატომ? იმიტომ, რომ მზეთუნახავმა შემოუთვალა, რატომ არ ჩანხართ, რატომ არ იღებთ ხმას და სხვა პარტიებმა მეტი ხმა რატომ აიღესო? „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტია კი არ არის, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ – არა. იაქტიურონ და იყონ. მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია. ის, ვინც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას არ ემსახურება, ისე დაამთავრებენ, როგორც „ნაცებმა“ დაამთავრეს – სამარცხვინოდ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.