კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ. მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება პუტინმა რუს სამხედროებს უკვე მისცა.
"საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ 30 დღით თავი შეიკავონ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისგან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად უპასუხა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მაშინვე გასცა", - ნათქვამია განცხადებაში.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის კონტექსტში რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვს უკრაინისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა დააანოსა უკრაინასთან ტყვეების გაცვლა ფორმატში 175 175-ზე.
გარდა ამისა, რუსეთი აპირებს უკრაინას გადასცეს 23 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.