ხვალ, 26 იანვარს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მოხსენებით წარდგება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დარჩიაშვილმა განუცხადა, მოხსენება ქართველი მიგრანტების უფლების დაცვას ეხება.
"მიგრაციის კომიტეტმა დამავალა, ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე გავაკეთო მოხსენება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 39-ე წესის გამოყენებას ეხება. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, რომ მიგრანტების დეპორტი უცხო ქვეყნებიდან შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდეს. ამ წესის დარღვევა ხშირად ხდება, გარკვეული ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება.