საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მოსახლეობას შორის ტელეხიდი დაიწყო. ამ წუთებში ქვეყნის პირველი პირი "პირველი კავკასიური არხის" სტუდიაში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. სტუდიაში მის გამოსვლას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტისთვის - "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს" - შექმნილ საინფორმაციო ცენტრში განუხცხადეს, ცხელ ხაზსა (402 402) და ელექტრონულ მისამართზე (president@gpb.ge) სულ 10 000 ათასზე მეტი შეკითხვა შევიდა.
აღნიშნული პროექტი ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" მიერ არის მომზადებული და სწორედ პრეზიდენტისა და მოსახლეობის ტელეხიდით ის ქართულ მედიაბაზარზე მაუწყებლობას შეუდგა.
ტელეხიდის მიმდინარეობისას განხორციელდება პირდაპირი ჩართვები საქართველოს რეგიონიდან და სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს პრეზიდენტისთვის შეკითხვის პირადად დასმის საშუალება მიეცემათ. პროექტი წელს უკვე მეორედ ხორციელდება, თუმცა წინა გამოსვლისგან განსხვავებით, ამჯერად ქვეყნის პირველი პირი უცხოეთში მცხოვრები ქართველების შეკითხვებსაც უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ჟურნალისტების კითხევსაც უპასუხებს, თუმცა ამ შემთხვევაში შეკითხვათა ნუსხა შეზღუდულია და როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამარტავენ, სააკაშვილი მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების კორესპონდენტის შეკითხვას გასცემს პასუხს. მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სტუდია ტელეკომპანია "მზეში" მოეწყო.