საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მარტში ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ და საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დღეს გამართულ შეხვედრაზე დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოსა და ეგვიპტის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.