ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს "ალ-ქაიდას" ემისრების დახმარებაში დადანაშაულება მოსკოვის ანტიქართული პროპაგანდის სქემაში ჯდება.
"რუსეთს სურს, რომ საქართველო საერთშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონო ქმედებებში მუდმივად ეჭვმიტანილი იყოს. "ალ-ქაიდას" ემისრების დახმარებში თბილისის დადანაშაულებაც ამ სქემაში ჯდება და ბუნებრივია, ისიც პიარტექნოლოგიის ნაწილს წარმოადგენს. მართალია, იმას არავინ გაგვიგებს, მართლა ეხმარება თუ არა საქართველო "ალ-ქაიდას" ემისრებს, მაგრამ მოსკოვისთვის მთავარია საქართველოს მიმართ მუდმივად ასეთი განწყობა იყოს შენარჩუნებული",- განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე შეფასებით, შემთხვევით არ მომხდარა საქართველოს დადანაშაულება მაინცდამაინც "ალ-ქაიდას" ემისრების დახმარებაში.
"დააკვირდით ფრაზის წყობას - "ალ-ქაიდას" ემისრები, შიეძლებოდა ყოფილიყო საერთაშორისო ტერორიზმის წარმომადგენლები, მაგრამ ეს შეგნებულად იყო გაკეთებული, რადგან "ალ-ქაიდა" რიგთი მაყურებლისთვის საფრთხობელაა", - განმარტავს არეშიძე.
გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, მოსკოვს სურს შექმას პორტრეტი იმისა, რომ საქართველოში მყოფი ამერიკელი ინსტრუქტორები ცდიან მებრძოლებს, რომლებიც შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იგზავნებიან.
"რატომ ალ-ქაიდა? იმიტომ რომ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ არის შექმნილი. მოსკოვს სურს შექმას პორტრეტი იმისა, რომ საქართველოში მყოფი ამერიკელი ინსტრუქტორები ცდიან მებრძოლებს, რომლებიც იგზავნებიან ჩრდილოეთ კავკასიაში", - განმარტა მან.
არეშიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მხოლოდ რუსეთის მორიგ ანტიქართულ კამპანიას წარმოადგენს და "ალ-ქაიდას" ემისრების დახმარებასთან საქართველოს რეალურად კავშირი არ აქვს.
"ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ არც ერთი ემისრის სახელი და გვარი არ იყო დასახელებული", - განმარტავს ექსპერტი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას,
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით მორიგ ანტიქართული პროპაგანდა დაიწყო. სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალექსანდრე ბორტნიკოვზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს სპეცსამსახურები "ალ-ქაიდას" ემისრებს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ტერორისტებს იარაღის გადატანაში ეხმარებიან