სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 4 თებერვალს დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოში განუცხადეს, ვიზიტი 10-დღიანი იქნება და ის კენტენბერიის არქიეპისკოპოსის მიწვევით განხორციელდება.
წინასწარი ინფორმაციით, ილია მეორე ლონდონში მოქმედ ქართულ ეკლესიას მოილოცავს. გარდა ამისა, ქვეყნის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, უწმინდესი შესაძლოა დიდი ბრიტანეთის დედოფალმაც მიიღოს.