თბილისის მერიის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ამჟამად ვაკანსია სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა. ავტობუსის კონტროლიორის პოზიციაზე ნებისმიერ მსურველს 31 იანვრამდე განაცხადის შეტანა შეეძლება.
დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ თბილისელებს თბილისის მერია კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დაწყებაში ეხმარება.
მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, ოთხი თვის წინ შექმნილ დასაქმების ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამ პროექტით, უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თბილისის ნებისმიერ რაიონსა თუ მუნიციპალიტეტში სამუშაოს მაძიებლის სტატუსით დარეგისტრირდეს.