კახეთში 70 წლამდე კაცი ვენახში დაიწვა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
შემთხვევა დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.
ადგილობრივების ცნობით, კაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.
ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამსახურებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.