კანადის ლიბერალური პარტიის ახალმა ლიდერმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრუდოს გადადგომის შემდეგ ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
კარნიმ ფიცი ტრადიციულად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ეწვევა.
59 წლის კარნიმ პარტიის ხელმძღვანელის არჩევნებში მოიპოვა ხმების 86 პროცენტი და აჯობა ყოფილ ფინანსთა მინისტრს კრისტია ფრილენდს. არჩევნებში პარტიის 152,000-მდე წევრი მონაწილეობდა.
კარნი, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა კანადისა და ინგლისის ცენტრალურ ბანკებს, იქნება კანადის პირველი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე.
ჯასტინ ტრუდომ, 9-წლიანი მმართველობსი შემდეგ პრემიერობიდან გადადგომის შესახებ იანვარში განაცხადა.