ამ თვითმარქვია რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მისი გარეთ ყოფნის.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის შეფასებით, საზღვრის კვეთის საქმე ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე.ა
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობის და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში ყველანი თავისუფლები იყვნენ, მიიღეს იმ ქვეყნებმა, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები. ამით იმის თქმა მინდა, რომ საზღვრის კვეთა რა ტიპის დანაშაულიც არის ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რათა გაექცნენ აქაურ რეჟიმს და უპერსპექტივობას საკუთარ სახელმწიფოში. ახლა კი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ედავებიან იმას, რომ რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამ რეჟიმის მთავარი მიზანი არის, რომ თუ კი მოუწევთ მისი გამოშვება პოლიტიკური იძულების გამო, მათ არ უნდათ, რომ ის იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა