აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მდივანს დაავალა დააწესოს 50%-მდე ტარიფები კანადიდან ფოლადსა და ალუმინის ომპორტზე.
ტრამპის თქმით, ტარიფები ძალაში 12 მარტიდან შევა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამ ნაბიჯს უწოდა პასუხი კანადის მიერ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიან ტარიფებზე (რაც, თავის მხრივ, იყო პასუხი ტრამპის მიერ ადრე დაწესებულ ტარიფებზე).
გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ კანადამ „დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს“ ფერმის ტარიფები 250%-დან 390%-მდე აშშ-ის სხვადასხვა რძის პროდუქტებზე: „მე მალე გამოვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ელექტროენერგიასთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონში“, - წერს ტრამპი TruthSocial-ში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „არსებითად გაზრდის“ ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ მანქანებზე 2 აპრილიდან, თუ „სხვა საშინელი, ხანგრძლივი ტარიფები ასევე არ მოიხსნება კანადის მიერ“.
მისი თქმით, ეს „არსებითად სამუდამოდ დახურავს ავტობიზნესს კანადაში“.
ტრამპმა დასძინა, რომ კანადა ასევე "ძალიან ცოტას იხდის ეროვნულ უსაფრთხოებისათვის, შეერთებულ შტატების იმედი აქვს სამხედრო დაცვაში".
„ჩვენ ვაძლევთ კანადას წელიწადში 200 მილიარდ დოლარზე მეტს უბსიდირებას, რატომ??? ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სასურველი ორმოცდამეთერთმეტე შტატი. ამით გაქრება ყველა ტარიფი და ყველაფერი დანარჩენი“, - წერს ტრამპი.