"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღამოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამეტის უფროსის მოადგილეს ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდნენ.
"ქრისტიან-დემოკრატთა" მხრიდან შეხვედრას ესწრებოდენენ ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილი და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე.
ბრიტანელმა დიპლომატი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, საგარეო და ეკონომიკის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდა. "ქრისტიან- დემოკრატებმა" ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მადლობა გადაუხადეს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.