სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა.
დაცვის მხარემ ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე მორიგი პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა.