რამდენიმე დღის წინ ესტონეთის ყოფილ პრემიერზე, კაია კალასზე განცხადება გავაკეთე. ეტყობა, სიმართლე ძალიან ეტკინათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„გვეუბნებოდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. თურმე, მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა. ეს ჟიგმანტასები, გუჟმანტასები, კუბილიუსები, ფოტიგები ამას არ გვეუბნებოდნენ, სანქციებს როგორ არ აწესებთო? რუსეთთან მიმართებაში ღვინის ექსპორტში ჩვენ გაგვასწრეს, პირველ ადგილზე გავიდნენ. მაგალითად, ლიეტუვა, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს. ნავთობპროდუქტებში რუსეთი გაამდიდრეს, ეს მათივე სტატისტიკაა. ამ დროს ჩვენ გვამუნათებდნენ, რატომ არ დავაწესეთ სანქციები და მოხალისეები არ გავაგზავნეთ. თავად გაუშვან და ომშიც რატომ არ ერთვებიან? ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, სანქციები ესტონეთმა დააწესა, რომელთა შორის თავადაც არის.
„რამდენიმე დღის წინ მათ ყოფილ პრემიერზე კაია კალასზე განცხადება გავაკეთე. ეტყობა, სიმართლე ძალიან ეტკინათ. ვთქვი, კალასი სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდა და ამ დროს მისი მეუღლე დღემდე რუსეთთან ვაჭრობს და მდიდრდება. ესტონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლია, ცაჰკნა. ცაჰკნა ლგბტ და პროპაგანდისტი ყოფილა. ცაჰკნა, ერთ ადგილას გაიკეთე შენი სანქციები. ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს დავიცავთ. თქვენ კი, ხელისუფლებაში დროებით ხართ მოსული. როგორც შოლცის ხუხულა ჩამოიშალა, როთები და მათი მეგობრები, თქვენც ასე წარსულს ჩაბარდებით, რადგან ევროპა არ იმსახურებს თქვენნაირ მხდალ და სუსტ ლიდერებს, არც ესტონელი ხალხი, არც ლიეტუველები და არც ლატვიელები. ეს ხალხი არ იმსახურებს თქვენნაირ, გარე ძალების მხრიდან დაპროგრამებულ და დაორგანიზებულ მთავრობას. ბალტიელებს მშვიდობას და განვითარებას ვუსურვებ. მათთან ერთად უკეთეს ევროპას შევქმნით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.