სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ქალბატონ ზურაბიშვილს თუ არ ვცდები, სოროსის ოფისის გვერდზე და იქ კიდევ გრძელდება სახლობანას თამაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რა შანსები უნდა ჰქონდეს ოოპოზიციის ამ ერთობლივ შეხვედრებს? ხედავთ, რომ უკვე თეები გადის, ძალიან ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ვურჩევდით, რომ უკვე დაიწყონ თვითმართველობის არჩევნებისთის მზადება, რომ არ წააგონ იგივე გაანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს საპარლამენტო არჩევნები. ითამაშონ ეს სახლობანა, რაღაც პარალელური თუ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შეექნათ თუ შექმნეს - არ ვიცი. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ქალბატონ ზურაბიშვილს თუ არ ვცდები, სოროსის ოფისის გვერდზე და იქ კიდევ გრძელდება სახლობანას თამაში, რომ თითქოს მიდიან პრეზიდენტის რეზიდენციაში. არ ვიცი, რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მით უკეთესი მათთვის.
უწყვეტ პროტესტს რაც შეეხება, ბოლო დღეებში, რაც მე იქ ჩავიარე, არ ვიცი, 200-300 ადამიანი მენახა მაქსიმუმ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.