"დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო. კიდევ ერთხელ, მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ. მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომლის კომენტარსაც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.